სამინისტროების რაოდენობის შემცირება

მამუკა ბახტაძე: მცირე მთავრობა გულისხმობს გარკვეული სამინისტროების გაერთიანებასაც

ფინანსთა სამინისტრო

სამინისტროების რაოდენობა კვლავ შეიძლება შემცირდეს. ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მედიასთან ისაუბრა.

"ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის მთავრობა, რომელიც, რა თქმა უნდა, გულისხმობს გარკვეული უწყებების გაერთიანებასაც" - თქვა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოში სამინისტროების რაოდენობა 2017 წლის ბოლოს უკვე შემცირდა. გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით ოთხმა უწყებამ სამინისტროს სტატუსი დაკარგა და ისინი სხვა სამინისტროებს შეუერთდნენ. შედეგად ქვეყანაში სამინისტროების რაოდენობა 14-მდე შემცირდა. მაშინ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას საბიუჯეტო ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება არ მოჰყოლია.

2017 წელს შემცირებული და შერწყმული სამინისტროების ჩამონათვალი:

ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდა ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ნაწილი

კულტურის სამინისტროს შეუერთდა სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი

გარემოს დაცვის სამინისტროს (გარემოს დაცვის ნაწილი) სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაერთიანდა

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის ნაწილი განათლების სამინისტროში შევიდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკურ უწყებებში ინტეგრაციის სამინისტრო შეუერთდა

კომენტარები