ნიუ ჯერსი

ნიუ ჯერსიში გამოფენაზე სროლის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიჭრა

ART ALL NIGHT

ნიუ ჯერსის ერთერთ ქალაქში, ტრენტოში გამოფენაზე რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სულ მცირე 20 ადამიანი დაიჭრა. დაშავებულებს შორის არიან მოზარდებიც. ოთხი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

პოლიციის თქმით, ადგილობრივი დროით 03:00 საათზე სულ მცირე ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გამოფენაზე დამსწრე სტუმრების მიმართ გახსნა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ერთერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, მეორე კი დაკავებული.

გამოფენის ორგანიზატორებმა მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვეს.

 

კომენტარები