კოლუმბია

კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში ივან დუკე მარკეზმა გაიმარჯვა

ივან დუკე მარკეზი
EPA

კოლუმბიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ქვეყნის პრეზიდენტი კოლუმბიის ალიანსის წევრი დემოკრატიული ცენტრისტული პარტიის კანდიდატი, ბოგოტას სენატორი ივან დუკე მარკეზი გახდა. მან ხმათა 53.9% დააგროვა.

დუკე მარკეზმა წინასაარჩევნო კამპანიისას 2016 წელს კოლუმბიის რევოლუციური არმიის ძალებთან (FARC) დადებული სამშვიდობო შეთანხმების გადახედვის პირობა დადო, რისთვისაც ყოფილმა პრეზიდენტმა, ხუან მანუელ სანტოსმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო და რამაც ქვეყანაში 50 წლის მანძილზე მიმდინარე სისხლიანი კონფლიქტი დაასრულა.

კომენტარები