ფემიციდი

ომბუდსმენი პარლამენტს მიმართავს ფემიციდი ცალკე დანაშაულად გამოყოს

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ფემიციდის 2016 წლის ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში ქალებზე ძალადობის ფაქტებზეა საუბარი. ანგარიშში მკვლელობის 40-ზე მეტი შემთხვევა მოხვდა, რომელთაგან უმეტესობა ოჯახში ძალადობით არის განპირობებული.

ომბუდსმენი, პარლამენტს მიმართავს, რომ ქალთა ფემიციდი, როგორც ცალკე დანაშაული ისე გამოყოს.

"ჩვენ ვხედავთ ქალთა მკვლელობებს, რომელთა უმრავლესობა ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩადენილია სწორედ ოჯახში ძალადობის მოტივით. იმ საქმეების დიდი ნაწილი, რაც ჩვენ გავაანალიზეთ, რითაც დასრულდა ქალთა მკვლელობები, ქალებს, მეტწილად მიმართული ქონდათ სამართალდამცავი უწყებებისთვის. შესაბამისად, მიუხედავად იმისა რომ შემაკავებელი ორდერის გამოწერის მაჩვენებელი არის გაზრდილი, სამწუხაროდ არ ხდება ამ შემთხვევათა მონიტორინგი", - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები