სტრიტ არტი

ნებართვის გარეშე შესრულებული სტრიტ არტზე ჯარიმა იზრდება

სანდრო ფაჩუაშვილი

სხვადასხვა სახის წარწერის, ნახატის, სიმბოლოს თვითნებური შესრულება შენობების ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებსა და ხე-ნარგავებზე მარეგულირებელი ორგანოს ნებართვის გარეშე კანონდარღვევად მიიჩნევა და ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს. სტრიტ არტზე ჯარიმა დიდი ხანია არსებობს, მაგრამ მისი ოდენობა იზრდება და 1000 ლარი ხდება.

საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯების შესახებ მუხლში შესატან ცვლილებას ეხება. 

თბილისის მერაში ამბობენ, რომ კალაძის ინიციატივით ქალაქის ბევრი ადგილი უკვე მოიხატა. მისი თქმით, ეს პროექტი დიდ წვლილს შეიტანს ქალაქის იერსახის შექმნაში.

ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობის გაზრდის შემდეგ საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო. ერთ ნაწილს მოსწონს ეს ცვლილება, სამოქალაქო საზოგადოების წევრები და იურისტები თვლიან, რომ ეს მთავრობის მხრიდან კიდევ ერთი ბერკეტია ხელოვნების კონტროლისთვის.

ნატა ფერაძე წერს:

“ქუჩაში კედელზე ხატვაზე ჯარიმა 1000 ლარი გამხდარა. მერიამ გახსნა “სტრიტ არტის დეპარტამენტი” და მხოლოდ ჩინოვნიკების კურთხევით ხატეთ აწიო". 

კომენტარები