მამის დღე

საქართველოში მამის დღე წელს მესამედ აღინიშნება

2018 წლის 19 ივნისს, საქართველოში მამის დღე მესამედ აღინიშნება. ღონისძიება ახალ მზიურში 19:00 საათზე გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები წარმოადგენენ სპეკტაკლს "შოუ ზღაპართა ქვეყანაში". მზიურის სტუმარ ბავშვებსა და მშობლებს შემეცნებითი და გასართობები თამაშებიც ელით.

წელს, პირველად, მამის დღე თელავში, წიგნის მაღაზია "ბიბლუსში" და ზუგდიდში, ბიბლიოთეკის მთავარ დარბაზში აღნიშნება.

"კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში მამის დღის აღნიშვნა ნაწილია იმ მასშტაბურ ინიციატივისა, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) ეკუთვნის. მამის დღის დაწესება და აღნიშვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ხაზი გაესვას ბავშვების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის აუცილებლობას".

ღონისძიების ორგანიზატორები არიან გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care.

კომენტარები