ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

მეგან მარკლმა სამოფო ეტიკეტის ორი წესი ერთდროულად დაარღვია

მეგან მარკლმა ერთდროულად სამეფო ეტიკეტის ორი წესი დაარღვია:

პრინც ჰარის ცოლი პრინცესა დიანას უფროსი დისშვილის ქორწილში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით გამოჩნდა, ხოლო როდესაც ეკლესიაში ცერემონიაზე მიდიოდა, კაბა ოდნავ აიწია, რათა ნაბიჯები უფრო მარტივად და მოხერხებულად გადაედგა.

ოსკარ დე ლა რენტას კაბა, რომელიც მეგან მარკლს ქორწილში ეცვა 5490 დოლარად არის შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ სამეფო ოჯახის ახალმა წევრმა სამეფო ეტიკეტი რამდენიმე დღის წინაც დაარღვია. მას Mersey Gateway-ს ხიდის გახსნაზე ქუდი არ ეხურა, ასევე ხელჩანთა ძირს დადო.

კომენტარები