ასაკობრივი სხვაობა და რელიგია

კვლევა: ახალგაზრდები ასაკოვნებზე რელიგიურები მხოლოდ საქართველოსა და განაში არიან

პირველი არხი

106 ქვეყნიდან მხოლოდ ორში - განასა და საქართველოში რელიგიური ადამიანების უმეტესობა 40 წლამდეა და რელიგიური ახალგაზრდების რაოდენობა აჭარბებს უფროსი რელიგიური ადამიანების რაოდენობას. 

კვლევა, სახელწოდებით "ასაკობრივი სხვაობა რელიგიაში მსოფლიოში" (The Age Gap in Religion Around the World), ვაშინგტონში მდებარე ორგანიზაციამ, Pew Research Center-მა ჩაატარა. 

იმ 106 ქვეყნიდან, რომლებშიც ადამიანები გამოკითხეს, 46 ქვეყანაში 18-დან 39 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის რელიგია ნაკლებად მნიშვნელოვანია, 40 წელს გადაცილებული ადამიანებისგან განსხვავებით.

ასაკსა და დამოკიდებულებებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა პოლონეთში, საბერძნეთში, ჩილეში, რუმინეთსა და პორტუგალიაში გამოიკვეთა. ყველა ამ ქვეყანაში დომინანტი რელიგია ქრისტიანობაა და ყველა მათგანში ეს სხვაობა 20% ან მეტი იყო. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ასაკობრივ ჯგუფებსა და რელიგიის მიმართ დამოკიდებულებებში სხვაობა 17% იყო, ირლანდიაში - 9%. 58 ქვეყანაში ახალგაზრდებსა და 40+ ასაკის ადამიანებს შორის, რელიგიის მიმართ მიდგომებში მნიშვნელოვანი განსხვავება არ ყოფილა. 

ლიბანში, სადაც მცხოვრებთა უმეტესობა მუსლიმია, თუმცა ასევე ცხოვრობს მრავალი ქრისტიანი ადამიანი, ასაკობრივ ჯგუფებს შორის რელიგიის შესახებ განსხვავებულ აზრში სხვაობა 20%-ია, ირანში კი, რომელიც ისლამური თეოკრატიით იმართება - 9%.

კვლევის ავტორი ორგანიზაციის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური ვალდებულებების კუთხით ასაკობრივი სხვაობა ზოგიერთ ქვეყანაში მეტია, ზოგან კი - ნაკლები, მათ შორის მრავალი განსხვავებაა ეკონომიკურ და სოციალურ კონტექსტში ყველა შემთხვევაში - როგორც განვითარებად ქვეყანაში, ასევე განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებში, მუსლიმურ თუ ქრისტიანულ საზოგადოებაში, ძალიან რელიგიურ თუ სეკულარულ საზოგადოებებში. 

კვლევის ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგადი ახსნა ასეთია: 

ახალი თაობა ნაკლებად რელიგიურია ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, ისევე როგორც მცირდება კოლექტიური წუხილი ყოველდღიურად თავის გადარჩენისთვის, ტრაგიკული შემთხვევები კი იკლებს. 

"აზროვნების ამ ხაზის მიხედვით, ყოველი შემდგომი თაობა წინაზე ნაკლებად რელიგიურია, რაც ხსნის, რატომ არიან ზრდასრულები მათზე უფროს ადამიანებზე ნაკლებად რელიგიურები ნებისმიერ დროს. უკეთესი განათლება და გავრცელებული მოსაზრებები რელიგიური რწმენის შესახებ, რომლებიც ძველდება, ასევე ხსნის კვლევის შედეგებს.

კომენტარები