მსოფლიო

ტრამპმა პენტაგონს სამხედრო კოსმოსური ძალების შექმნა დაავალა

დონალდ ტრამპი
AP

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო კოსმიური ძალების შექმნა დაავალა.

ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ეროვნული კოსიური საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ტრამპის თქმით, აშშ-ს კოსმიური ძალები, შეიარაღებული ძალების ნაწილი იქნება და მნიშვნელოვან როლსაც შეასრულებს.

„ამერიკელებისთვის, მხოლოდ კოსმოსში ყოფნა საკმარისი არ არის. ჩვენ კოსმოსში დომინირება გვჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ, პენტაგონსა და თავდაცვის დეპარტამენტს შეიარაღებული ძალების მეექვსე განშტოების ჩამოყალიბება დავავალე. ეს იქნება სამხედრო კოსმიური ძალები. შედეგად, ჩვენ გვექნება სამხედრო საჰაერო ძალები და სამხედრო კოსმიური ძალები. განსხვავებული მაგრამ თანასწორი“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან ერთად, ტრამპმა მთვარეზე ექსპედიციის განახლების პირობაც დადო.

კომენტარები