ჩინეთი-ჩრდილოეთ კორეა

ჩინური მედიის მიხედვით კიმ ჩენ ინი ჩინეთს მესამედ ეწვია

AP

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ჩინეთში მესამე ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩავიდა. ვიზიტი ორ დღეს გაგრძელდება და მის ფარგლებში კიმ ჩენ ინი ჩინელ ლიდერებთან ერთად დონალდ ტრამპთან გამართულ სამიტზე მიღწეული ბირთვული განიარაღების შეთანხმების შემდეგ ნაბიჯებს განიხილავს.

უცნობია შეხვდება თუ არა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს.

შეგახსენებთ, რომ კიმ ჩენ ინი ჩინეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით მარტში ეწვია და სი ძინპინს შეხვდა. ლიდერების მეორე შეხვედრა მაისში გაიმართა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს 12 ივნისს სინგაპურში შეხვდნენ. 

მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ მათ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელშიც საუბარია ქვეყნებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე და კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე.

კომენტარები