სუმატრული ორანგუტანგი

ყველაზე ასაკოვანი სუმატრული ორანგუტანგი 62 წლის ასაკში მოკვდა

0 კომენტარი

მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი სუმატრული ორანგუტანგი ავსტრალიურ ზოოპარკში 62 წლის ასაკში მოკვდა.

მაიმუნმა, რომელიც ინდონეზიაში, სუმატრას ჯუნგლებში 1956 წელს დაიბადა, 11 შვილი და მთლიანობაში 56 შთამომავალი დატოვა. 

ორაგუტანგი ზოოპარკში 1968 წლიდან ცხოვრობდა, ის ასევე გინესის რეკორდების წიგნში 2016 წელს შევიდა, როგორც ყველაზე მოხუცი თავის სახეობაში. პუანს ზოოპარკში "გრანდიოზულ მოხუც ქალბატონად" მოიხსენიებდნენ.

ზოოპარკის თქმით სუმატრული ორანგუტანგები ველურ გარემოში 50 წლამდე ცოცხლობენ.

ვიცით რომ პუანი სუმატრას, ინდონეზიის ჯუნგლებში 1956 წელს დაიბადა და მან აშშ-ს, ევროპისა და სხვა ქვეყნების მაშტაბით 54 შთამომავალი დატოვა.

მსოფლიოს ველური ბუნების ფონდის ცნობით, მსოფლიოში მხოლოდ 14,600 სუმატრული ორანგუტანი ცხოვრობს

"მისი გენეტიკა გლობალური ზოოლოგიური მოსახლეობის 10%-ს ითვალისწინებს," - განაცხადა პრიმატების ზედამხედველმა ჰოლი ტომპსონმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ომი 8 აგვისტოს დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები