კიმ კარდაშიანი

კიმ კარდაშიანი აშშ-ს პრეზიდენტობაზე: არასდროს თქვა არასდროს

Cosmopolitan.com

კიმ კარდაშიანმა CNN-ზე The Van Jones-ის შოუში მის შესაძლო აშშ-ს პრეზიდენტობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

კარდაშიანის თქმით, არასდროს უნდა თქვა არასდროს.

"არასდროს თქვა არასდროს. თუმცა, ეს არ იქნება, "კიმის მართვა". ეს ის არ არის, რისთვისაც ვიღწვი. მე უბრალოდ მინდა, რომ დავეხმარო - ჯერჯერობით ეს ერთი ადამიანით დავიწყე" - უპასუხა კიმ კარდაშიანმა.

30 მაისს კიმ კარდაშიანი აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრის მიზეზი 62 წლის ელის ჯონსონი იყო, რომელსაც ნარკოტიკების ერთჯერადი რეალიზაციისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ჯონსონს ციხეში 21 წელი ჰქონდა გატარებული, სწორედ მისი შეწყაკების თხოვნით შევდა კარდაშიანი ტრამპს. შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა ელის ჯონსონი შეიწყალა.

კომენტარები