საჯარო ფინანსები

სამინისტროთა გაერთიანებით მიღებული 120 მილიონი სოციალურ პროგრამებზე მიემართება

საქართველოს პარლამენტი

დღეს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა რომ მთავრობა სამინისტროთა გაერთიანებით გამოთავისუფლებულ ფინანსურ რესურსს სოციალურ პროგრამებზე მიმართავს.

"ეს საშუალებას მოგვცემს, დაახლოებით 100-120 მილიონი ლარი გამოვათავისუფლოთ თავისუფალი რესურსის სახით და მივმართოთ იმ სოციალურ პროგრამებზე, მათ შორის განათლების მიმართულებაზე, რომელიც უფრო დიდი პრიორიტეტია,"- ამბობს ბახტაძე.

გუშინ ბახტაძემ განაცხადა, რომ ის "მცირე მთავრობის" მოდელს ემხრობა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკაში მთავრობის ხარჯების წილი უნდა შემცირდეს. თუმცა თუ სამინისტროთა შემცირებით მიღებული ეკონომია სოციალურ პროგრამებზე დაიხარჯება ბუნდოვანია როგორ შემცირდება ამით მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით სახელმწიფოს ხარჯების წილი. 

ცვლილება სავარაუდოდ, შეეხება კულტურის, დევნილთა და სასჯელაღსრულების სამინისტროებს. შედეგად სამინისტროთა რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. 

კომენტარები