თბილისის მერია

კალაძე: პარკებში დავდგათ ლამაზი ჯიხურები გარევაჭრობის მოსაგვარებლად

თბილისის მერია

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, პარკებში გარევაჭრობისთვის ჯიხურები დაიდგმება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძემ პარკების ადმინისტრაციას და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს ამ საკითხის მოგვარება დაავალა. 

"პარკებში გარევაჭრობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ეს არიან ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს სოციალურად. ამ ადამიანების მიმართ ჩვენი თანადგომა არის მნიშვნელოვანი. მინდა დავავალო ჩვენი პარკების ადმინისტრაციას, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს, რომ ყველაფერი გააკეთონ და ამ ადამიანებს მიეცეთ ნორმალურად ვაჭრობის შესაძლებლობა. პარკებში უნდა გამოიყოს კონკრეტული ადგილები, რომლებიც იქნება კეთილმოწყობილი იმისთვის, რომ ქაოტურად არ მოხდეს გარევაჭრობა, საუბარია არამალეფუჭებად საქონელზე. დავდგათ ლამაზი ჯიხურები ამ პრობლემის მოგვარებისთვის“, - განაცხადა კალაძემ. 

კომენტარები