ბავშვები

12 წლის ბავშვმა პოლიციაში დარეკა, მას შემდეგ რაც მშობლებმა სალათის ჭამა მოსთხოვეს

shutterstock

12 წლის ბავშვმა პოლიციაში დარეკა, მას შემდეგ რაც მშობლებმა სალათის ჭამა მოსთხოვეს.

შემთხვევა კანადაში, 19 ივნისს მოხდა. ბავშვმა პოლიციაში ორჯერ დარეკა, მეორე ზარზე მას პოლიციელმა უპასუხა და სალათის შესახებ ესაუბრა. თუმცა იმის გამო, რომ შემთხვევა უმნიშვნელო იყო, მან ბავშვთან საუბარი მალე დაასრულა, რათა ხალხს უფრო მნიშვნელოვან თემებზე დარეკვა შეძლებოდათ.

"911-ის არასწორი მიზნებისთვის გამოყენება, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში არის გავრცელებული. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ უმნიშვნელო ამბებმა, არ გადაფარონ მნიშვნელოვანი ამბები" - თქვა პოლიციელმა.

კომენტარები