საქართველოს რკინიგზა

ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე მეწყერი ჩამოწვა

facebook.com/GeoRailway/photos

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დღეს გამთენიისას ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე მეწყერი ჩამოწვა. როგორც ცნობილია, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე, გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა. შეფერხების გამო, ბორჯომიდან 07:15-ზე გასულმა "კუკუშკამ" მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო. მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით, მეწყერის გამომწვევი მიზეზი წყლის მილი გახდა, რომელმაც წყალი ვერ გაატარა და ნიადაგი ფერდობზე ჩამოიშალა. ლიანდაგი მეწყრული მასით არის დაფარული. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მოძრაობა კი რამდენიმე დღეში, სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლდება. საქართველოს რკინიგზა შეფერხების გამო, მგზავრებს ბოდიშს უხდის"- ნათქვამია საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები