ავღანეთი

ავღანეთში უსაფრთხოების ძალების 30-მდე თანამშრომელი დაიღუპა

Tolonews

ავღანეთის პროვინცია ბადგისში, თალიბების თავდასხმას უსაფრთხოების ძალების 30-მდე თანამშრომელი ემსხვერპლა, დაჭრილია 50 ადამიანს აღემატება.

გავრცელებული ინფორმაციით, რადიკალური მოძრაობის წევრები საკონტროლო გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს.

ეს ბაირამის დღესასწაულისთვის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასრულების შემდეგ, პირველი მასშტაბური თავდასხმაა თალიბანის მხრიდან.

აღსანიშნავია, რომ შაბათს ავღანეთის პრეზიდენტმა თალიბების უარის მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ცალმხრივად 10 დღით, 26 ივნისამდე გაახანგრძლივა.

რამდენიმე დღის წინ, ავ­ღა­ნე­თი­სა და პა­კის­ტა­ნის სა­ზღვარ­ზე, აშშ-ს ავი­ა­ცი­ის დარ­ტყმის შე­დე­გად მოკლულია, რა­დი­კა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა თალიბანის ლი­დე­რი მულა ფაზ­ლუ­ლა.

 

კომენტარები