მსოფლიო

ბენზინის გაძვირების გამო, კამჩატკელი პოლიტიკოსი ცხენით დადის

რუსეთში, კამჩატკელმა პოლიტიკოსმა მიხაილ მუჩკოვსკიმ, ავტომობილით სიარულზე უარი განაცხადა და ცხენით გადაადგილდება. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური წერს.

პოლიტიკოსი ამ ფორმით ბენზინზე ფასების ზრდას აპროტესტებს.

მუჩკოვსკი ქალაქგარეთ ცხოვრობს და ქალაქ პეტოპავლოვსკაში მანქანით გადაადგილდებოდა. მან ცხენით სიარულის პირობა ჯერ კიდევ მაისში დადო, როცა კამჩატკაზე საწვავის ფასმა მკვეთრად მოიმატა.

კომენტარები