ლონდონი

აფეთქება ლონდონის მეტროში - პოლიციამ ერთი პირი დააკავა

BBC

საუსგეითის მეტროს სადგურის აფთქების ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. დაკავებული 23 წლის მამაკაცია.

აფეთქება ლონდონის დროით 19 ივნისს, 19:00 საათზე მოხდა. BBC-ის ცნობით, 5 ადამიანი დაშავდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, 3 დაშავებულს დახმარება ადგილზევე გაუწიეს, ხოლო 2 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქების შედეგად, როგორც თვითმხილველები იხსენებენ, მეტროსადგური ცეცხლის ალში გაეხვა. წინასწარი ცნობით, შემთხვევა ხელნაკეთმა ასაფეთქებელმა საშუალებამ გამოიწვია.

კომენტარები