ტრანსპორტი

თბილისში საპილოტე პროექტით, ავტობუსები 00:00-დან 06:00-მდე იმოძრავებენ

თბილისის მერია

თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარების მიზნით, დაიწყება საპილოტე პროექტი, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ხაზზე ავტობუსები ღამის 00:00-დან 06:00-მდე იმოძრავებენ. ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ ინტერპრესნიუსთან განაცხადა.

"ივლისის ბოლოს მაინც უნდა გვქონდეს გადაწყვეტილება მიღებული და დაიწყოს ტრანსპორტმა მოძრაობა და ოქტომბრამდე მაინც უნდა იმოძრაოს. ამასთანავე, ერთია სეზონი და მეორეა, კვირის რა დღეებში უნდა იმოძრაოს ტრანსპორტმა ღამით. როცა არ არის მოძრაობა, მოთხოვნა, ვფიქრობთ, მიზანშეწონილი არ იქნება დიდმა ავტობუსმა იმოძრაოს. ამიტომ თავიდან მხოლოდ პარასკევი, შაბათი და კვირით შემოვიფარგლებით,"- ამბობს გვარჯალაძე.

დედაქალაქში ავტობუსების ოპერატორი "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაა" კომპანია წამგებიანია და ყოველწლიურად ზარალზე გადის, კომპანიის წაგებას ყოველწლიურად თბილისის ბიუჯეტი ფარავს. იმ შემთხვევაში თუ ღამის საათებში ტრანსპორტზე მოთხოვნა არ აღმოჩნდება სათანადოდ დიდი ეს კომპანიის საოპერაციო ხარჯებს კიდევ უფრო მეტად გააძვირებს და კომპანიის წაგების მაჩვენებელიც გაიზრდება.

კომენტარები