უნგრეთი

უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი მიგრანტების დახმარებას ზღუდავს

ვიქტორ ორბანი
Reuters

უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მიგრანტებისათვის დახმარების გაწევას ზღუდავს.

კანონის მიხედვით ნებისმიერს, ვინც "არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობაში" იქნება შემჩნეული, მათ შორის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებაში, რომლებიც მიგრანტებს თავშესაფრის მიღებაში ეხმარებიან, ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ეგრეთ წოდებული "Stop Soros" კანონი ასევე შეიცავს თავშესაფრის მოთხოვნის გამკაცრების ზომებსაც.

კანონი გააკრიტიკა გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ.

კომენტარები