ჩარლზ კრაუტჰამერი

ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორი ჩარლზ კრაუტჰამერი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორი ჩარლზ კრაუტჰამერი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მუცლის ღრუს სიმსივნეს ებრძოდა. 

8 ივნისს ჩარლს კრაუტჰამერმა Washington Post-ზე ბლოგი გამოაქვეყნა, სადაც ის წერდა, რომ დაავადების გამო, რამდენიმე კვირის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. 

"ექიმებმა მითხრეს, რომ რამდენიმე კვირის სიცოცხლე დამრჩა. ეს საბოლოო განაჩენია, ჩემი ბრძოლა დასრულდა" - წერდა ჩარლზ კრაუტჰამერი რამდენიმე დღის წინ.

ჩარლზ კრაუტჰამერი პულიცერის პრემიის ლაურეატია, მას ბრიტანულმა Financial Times-მა ყველაზე გავლენიანი კომენტატორი უწოდა.

კომენტარები