ბასიანი

ბასიანის დამფუძნებელი ამბობს, რომ შსს მათ ოფისში ჩხრეკას ატარებს, შსს - უარყოფს

ბასიანი

ღამის კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზვიად გელბახიანის ინფორმაციით, ბასიანის ოფისში შსს ჩხრეკას ატარებს. 

"ბასიანის ოფისში შ.ს.ს შემოვიდა, ჩხრეკენ ოფისს მიაქვთ ყველა დეკლარაცია. როგორც ჩანს, შოუ არ დამთავრებულა". 


შინაგანს საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ ბასიანზე ჩხრეკა არ მიმდინარეობს. 

"არანაირი ჩხრეკა არ მიმდინარეობს. ორივე მხარის შეთანხმებით ხდება გარკვეული დოკუმენტების ამოღება და გაფორმდება შესაბამისი ოქმი".

შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით განმარტებას არ აკეთებს. ტაბულა ცდილობს, დაუკავშირდეს ბასიანის დამფუძნებლებს, რათა გაირკვეს, რას გულისხმობს ორივე მხარის შეთანხება, ასეთის არსებობს შემთხვევაში. 

კომენტარები