პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია

ლევან დადუნაშვილის ადვოკატი: ბევრ ბავშვს მშობლები უკრძალავდნენ ჩვენების მიცემას

მეორე არხი

დღეს პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიკრიბა. კომისიის კითხვებს ლევან დადუნაშვილის დედამ, ნათია საყვარელიძემ და ოჯახის ადვოკატმა, ხათუნა მაღლაკელიძემ უპასუხეს. 

ოთარ კახიძე: საქმის მასალებში, რასაც ჩვენ გავეცანით, ნაკლები კითხვა ჩნდება ლევანის ნაწილში, ეს ცხადია, არც თავად ის პირი უარყოფს დანის გამოყენების ფაქტს. საქმის მასალების შესწავლიდან დაგრჩათ თუ არა შთაბეჭდილება, დავით სარალიძის ნაწილში, ანუ ფარდულის ეპიზოდს ვგულისხმობთ, ფიგურირებს კიდევ ერთი დანა, რომელიც იქნა გამოყენებული. ფარდულის ნაწილში, სხვა პირის მიმართ ხო არ იქნა დანა გამოყენებული. 

ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე: გამოძიების მასალებით იკვეთებოდა და შემდეგ სასამართლოშიც დადასტურდა, რომ დაჭრილია მესამე პირიც, ეს არის გ.მ, რომელმაც განაცხადა, რომ კონფლიქტის დროს, როდესაც დავითს ექაჩებოდა ფარდულიდან გამოსაყვანად, ზურგის ნაწილში იგრძნო წვა, შემდეგ აღმოაჩინა, რომ იყო დაჭრილი. ამასთან დაკავშირებით მან სასამართლო სხდომაზეც ისაუბრა. 

ოთარ კახიძე: თქვენ, მტკიცებულებების მიხედვით, დაასახელეთ, რომ დავით სარალიძესთან და ლევან დადუნაშვილთან ერთად დაჭრილი არის გ.მ. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, ვინ გამოიყენა მის მიმართ ცივი იარაღი. 

ხათუნა მაღლაკელიძე: როგორც მახსოვს, პირმა, რომელსაც მწვანე ქურთუკი ეცვა და რომელიც იყო დავითის მეგობართა რიცხვში. 

ოთარ კახიძე: ხომ არ იცით ინიციალები? 

ხათუნა მაღლაკელიძე: სავარაუდოდ დ.ღ

სერგი კაპანაძე: ტრაგედიის პირველ დღეებში, როცა ეს ამბავი მოხდა, კონკრეტული ინფორმაცია ხომ მიუღიათ მეგობრებისგან ან ჩართული პირებისგან, რომლებიც შეიძლება ყოფილიყვნენ თვითმხილველები? ინიციალები რომ მიგვანიშნოთ

ხათუნა მაღლაკელიძე გ.მ 2 - ერთ-ერთი, თვითონ ამ ფაქტს უარყოფს, მაგრამ სხვა პირებმა - გოგონა იყო, ა.ბ, აღნიშნა, რომ ეს ბავშვი იმყოფებოდა ეზოში. ნათიას ამ ბავშვისთვის შეკითხვები არ დაუსვამს. ჩათვალა, რომ აღარ ღირდა მასთან შეკითხვების დასმა, რადგან მას, ალბათ, მორალურად თვითონ აწუხებდა, რომ სიმართლეს არ ამბობდა ან შეიძლება, არ დაუნახავს. ცუდია ის ფაქტი, რომ არც ერთი ბავშვი, არც ლევანი და არც დათოს მეგობრები არ ამბობენ სიმართლეს, არც ერთი ბავშვი არ ამბობს სიმართლეს, მხოლოდ ამბობენ, რომ იყვნენ იქ, ამასაც იმიტომ ამბობენ, რომ ფაქტს ვერ გაქცევიან, იმიტომ რომ სხვა ბავშვები იყვნენ იქ, დ.ნ-ს თავზე კაპიშონი ჩამოაფარეს და არაფერი დაუნახავს, გ.ღ-ს ცხვირში მოხვდა იდაყვი და არაფერი დაუნახავს, რამდენიმე პირი ეზოში იდგა და ვუყურებდითო, თუმცა არაფერი დაგვინახავსო. ეს ძალიან ცუდი ფაქტია. 

ამ ბავშვებს ალბათ მშობლებიც უწევდნენ ძალიან ცუდ სამსახურს. პირველივე დღეს, როცა ისინი პოლიციიაში მიიყვანეს, ჩვენ ვიცით, რომ მათ მშობლები უკრძალავდნენ ჩვენების მიცემას. ვიცით, რომ ერთ-ერთმა მშობელმა ისიც კი გააპროტესტა, საერთოდ რატომ მიიყვანეს მისი შვილი გამოსაკითხად.

არ ვიცი, ეს შიშის ფაქტორია, რომ შემდეგ მათ შვილს ვინმე არ გადაეკიდოს ასე ვთქვათ, ფაქტია, რომ არც ერთმა მოწმემ არ მისცა ჩვენება. 

ოთარ კახიძე: შემთხვევის ადგილზე იყო სხვადასხვა პირი, ვგულისხმობ უფროსებს, სრულწლოვნებს, ვისაც მხედველობის არეალში ჰქონდათ ხორავას #4-ის ეზო, ხომ არ იცით რომელიმე პირი, ვინც შეიძლება კომისიას ღირებული ინფორმაცია მიაწოდოს?

ხათუნა მაღლაკელიძე: ასეთი სამი პირია გამოკვეთილი - გოცირიძე, დიანა ბოლოთაშვილი; ერთი პირია მამაკაცი, რომლის გვარიც არ ვიცი, სამწუხაროდ; წითელი მანქანის მეპატრონე.

იმ ეზოში ოფისია, რომლის თანამშრომელიც არის ეს ბატონი და რომლის მანქანაც ეყენა ეზოში.

მან ბრძანა რომ, როცა კონფლიქტი დაიწყო, მაშინვე გამოვიდა ეზოდან, რომ ბავშვებს მანქანა არ დაეზიანებინათ, თუმცა პროცესზე დაკითხულმა ერთ-ერთმა მოწმემ, გოცირიძემ, რომელიც მე-5 სართულზე ცხოვრობს, თქვა, რომ დაინახა, ეს კაცი როგორ ჯდებოდა მანქანაში. ამ დროს დათო დაჭრილია და მოდის ეზოში - ვუყვიროდი, ბაშვია დაჭრილი, უშველე. დავინახე, რომ ეს კაცი ჩაჯდა მანქანაში და გავიდა ეზოდან, ვიდრე ეს ქალბატონი ჩამოვიდა ეზოში, წრე დაარტყა, პირდაპირ ვერ ჩამოდიოდა ეზოში, ეს მანქანა უკვე არკის გამოსასვლელში იყო. როდესაც ეს ქალი გამოვიდა და მანქანა არკაში იყო, ლევანი უკვე დაჭრილი. შესაბამისად, მას ეს ფაქტები უნდა დაენახა, თუ თვალზე ხელი არ აიფარა.

ნათია საყვარელიძე, ლევან დადუნაშვილის დედა: ბატონი ციბაძე, მაღაზიის დირექტორი, ზუსტად მან დაადასტურა ის ფაქტი, რომ როდესაც ეს გამოვარდა მაღაზიიდან, რომ დათოს მიშველებოდა ეზოში, არკაში რო შევდიოდი, მიშლიდა წითელი მანქანა, რომელიც გამოდიოდა, რომელსაც წინ ჩემი შვილი მიყვებოდა, უკვე დაჭრილი. აი ესე მოდიოდაო (მოხრილი), მაგრამ რადგან ფეხზე იდგა, ჩავთვალე, რომ არაფერი სჭირდაო. მე შიგნით შევრბოდი ეზოში, რომ უკვე წაქცეულ დათოს მივხმარებოდი და მიშლიდა მანქანაო.

კომენტარები