ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 22-25 ივნისს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22-25 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 

ჰაერის ტემპერატურა 23-24 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +26, +31 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 25 ივნისს 3-4 გრადუსით მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში, ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურას +32, +34 გრადუსის ფარგლებში ვარაუდობენ.

კომენტარები