თბილისის მიკროავტობუსი

თბილისის მიკროავტობუსი: ხაზზე გასულ ყველა "მარშრუტკაში" კონდიციონერი მუშაობს

თბილისის მიკროავტობუსი

თბილისის მიკროავტობუსი მგზავრებს მოუწოდებს, კონდიციონერის ჩაურთველობის შემთხვევაში, ცხელ ხაზზე დარეკონ. კომპანიის ინფორმაციით, ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსში მუშაობს გაგრილების სისტემა.

"დღეიდან, 25 ივნისიდან კომპანიის მენეჯმენტმა გასცა განკარგულება მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის ჩართვასთან დაკავშირებით. მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტის თვიდან "თბილისის მიკროავტობუსის" მიერ გაგრილების სისტემის შეკეთება-გამოცვლისთვის დახარჯულმა თანხამ 480 000 ლარი შეადგინა. კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მგზავრების გადასაყვანად ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსში კონდიციონერი მუშაობს და უმორჩილესად ვთხოვთ ყველა მომხმარებელს, მიკროავტობუსში გაგრილების სისტემის ჩაურთველობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი შეგვატყობინოს ცხელ ხაზზე 032 2 200 340; ასევე, გაცნობებთ, რომ კონდიცირების სისტემის ჩართვით მომატებულ საწვავის ხარჯს "თბილისის მიკროავტობუსი" ანაზღაურებს კომპანიის ბიუჯეტიდან და ყველა ის მძღოლი, რომელზეც მონიტორინგის სამსახური განსაკუთრებით ცხელ დღეებში არ დააფიქსირებს მომხმარებლის მხრიდან პრეტენზიებს, წაახალისებს კომპანია“, - აცხადებს ბილისის მიკროავტობუსი. 

კომენტარები