აშშ

ტრამპი: არალეგალი მიგრანტები დაუყოვნებლივ, სასამართლოს გარეშე უნდა გავაბრუნოთ

AP

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია სასამართლო პროცესების გვერდის ავლით სწრაფად უნდა განხორციელდეს. მისი თქმით როდესაც ვინმე საზღვარს უანონოდ გადაკვეთს, დაუყოვნებლივ უნდა გააბრუნონ მოსამართლეების და სასამართლო პროცესების გარეშე.

"ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ყველა ეს ადამიანი შემოიჭრას ჩვენს ქვეყანაში. როდესაც ვიღაც შემოვა, ჩვენ დაუყოვნებლივ, ყოველგვარი მოსამართლეების და სასამართლო პროცესების გარეშე, უნდა დავაბრუნოთ იქ, საიდანაც მოვიდნენ. ჩვენი სისტემა კარგი საიმიგრაციო პოლიტიკის, კანონის და წესრიგის დაცინვაა. ბავშვების უმეტესობა მშობლების გარეშე მოდის..."

"ჩვენი საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელსაც მთელს მსოფლიოში დასცინიან, ძალიან უსამართლოა იმ ხალხისადმი, ვინც სისტემას ლეგალურად მიმართა და რიგში წლების მანძილზე დგას! იმიგრაცია დამსახურების მიხედვით უნდა იყოს - ჩვენ გვჭირდება ხალხი, რომელიც დაგვეხმარება კვლავ გავხადოთ ამერიკა დიდებული!"

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისსა და ივნისსში აშშ-ში არალეგალი მიგრანტებისადმი "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკის ფარგლებში ოჯახებს 2,300-ზე მეტი ბავშვი დააშორეს. მათი ნაწილი ტეხასში სასაზღვრო დაცვის საწყობებში ცხოვრობს.

დონალდ ტრამპმა მიგრანტთა ოჯახების განცალკევების აკრძალვას ხელი 20 ივნისს მოაწერა. დირექტივა მშობლების დაკავების შემთხევაში არასრულწლოვნების მათთან ყოფნის საშუალებას იძლევა.

კომენტარები