ხორავას ქუჩის საქმე

კახიძე: კალანდია მუშტებს ურტყამდა დაჭრილ სარალიძეს - ეს დანაშაულში თანამონაწილეობა არაა?

საქართველოს პარლამენტი

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.facebook.com/tabula.ge/videos/2167316266630757/?section=VIDEOS&sort[0]=created_time_descending","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პროკურორ ზვიად ფხაკაძეს წაუკითხეს ხორავას ქუჩის საქმის მოწმეთა ჩვენებები, რომლის მიხედვითაც მიხეილ კალანდია ცალი ხელით ურტყამდა, ხოლო მეორეთი კი აკავებდა დავით სარალიძეს, იმ დროს როდესაც მას ცივი იარაღით მიყენებული ჰქონდა ჭრილობები. ოთარ კახიძემ ზვიად ფხაკაძეს მიხეილ კალანდიას ჩვენებაც წაუკითხა, სადაც კალანდია თავადაც აღიარებს რომ სარალიძეს ურტყამდა. კახიძემ ფხაკაძეს დაუსვა კითხვა იყო თუ არა კალანდიას მიერ აღწერილი ქმედება მკვლელობაში თანამონაწილეობას, რაზეც პროკურორმა უპასუხა რომ ეს თანამონაწილეობა არ წარმოადგენდა. 

ოთარ კახიძე: დავით სარალიძის მკვლელობა ხდება ფარდულში, ამ ფარდულში არიან შემდეგი პირები: გჯ, რომელიც ახლა არის მსჯავრდებული, პროკურატურის ვერსიით იქ ასევე არის გბ, ოღონდ ეს სასამართლომ არ გაიზიარა, და არის ასევე ბატონი კალანდია და გმ. ეს ოთხი პირი არის ფარდულში, ვინც არიან შემხებლობაში დავით სარალიძესთან.

ავიღოთ ბატონი კალანდიას ჩვენებები - მე ამ ჩვენებებიდან მოვიტან კონკრეტულ ამონარიდებს. 

"გ.ჯ. და სარალიძე შევიდნენ ფარდულში, მკ წავიდა სარალიძისკენ რომ დაერტყა მუშტი, ხელებს იქნევდა ჯგ, მეც მივვარდი და რამოდენიმეჯერ სახეში დავარტი მუშტი სარალიძეს. სარალიზე შენლდა მოვქაჩე და გამოვიქნიე ფარდულიდან."

მეორე ჩვენებაში კალანდია ამბობს რომ მას მაისურზე ჰქონდა სისხლის ლაქები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში მიცემულ ჩვენებაში კი ამბობს რომ გ.ჯ. ურტყამდა ხელებს, ასევე დანას იქნევდა სარალიძის მიმართულებით. ჩხუბისას დაინახა გ.ბ., რომელსაც ასევე ეჭირა დანა და მოუქნია რამდენჯერმე სარალიძეს. დაარტყა კიდეც. ამ დროს რას აკეთებს კალანდია - ეხმარება ჯანაშიას, დანიან პირს, და რამდენჯერმე ურტყამს მუშტს სახეში სარალიძეს. რომელსაც ამ დროს ჯ.გ. და გ.ბ. დანებს ურტყამენ. 

ჩვენებაში წერია: "რატომღაც სარალიძე შენელდა", ანუ თან ცალი ხელით იჭერს, მეორეთი მუშტს ურტყამს ადამიანს, რომელიც დაჭრილია. 

მესამე ჩვენება კალანდიასი: "ფარდულში შეადგო სარალიძემ გ.ჯ. და მის დასახმარებლად შევედით მე და გ.ბ. ჩხუბის დროს დავინახე რომ გ.ბ. დანიან ხელს ურტყამდა სარალიძეს ერთზე მეტჯერ დაარტყა. გ.ჯ.-მ დანიანი ხელი რამდენჯერმე მოიქნია და დაარტყა სარალიძეს მუცლისკენ. რის სემდეგაც სარალიძე შესუსტდა და მოსდიოდა სისხლი. 

სასამართლოში მიცემული ჩვენება ავიღოთ, მიხეილ კალანდიასი. "ერთი ხელით მეჭირა და მეორე ხელს ვურტყამდი, გ.მ-ს ბეჭების ადგილას ეჭირა ხელით სარალიძე და უკან ექაჩებოდა" -ანუ, კალანდიას ერთი ხელით უჭირავს, ხოლო მეორეთი ურტყამს და გ.მ-ს უჭირავს კიდევ სარალიძე ცალკე. და ამ დროს სარალიძეს აყენებენ 12 ჭრილობას. "დათო სარალიძე ამდენი ჭრილობიდან შენელდა, გადმოვქაჩე და წაიქცა."

გმ-ს ჩვენებითაც კალანდია ცდილობდა სარალიძის დამორჩილებას, თქვენივე ვერსიით გბ და გჯ ამ დროს მას მრავლობით სასიკვდილო ჭრილობებს აყენებდნენ. ასევე სხვადასხვა მოწმეები, ლბ, თნ, დღ ამბობს რომ ჩხუბში მონაწილეობდა კალანდია და ის უტყამდა. ეს თანამონაწილეობა არაა?

პროკურორი ზვიად ფხაკაძე: მიხეილ კალანდია როდესაც მიდის ფარდულამდე, სასამართლო სხდომის ოქმებში რაც ფიქსირდება იმის ციტირებას ვახდენ, იმ მომენტში უკვე გ.ბ.-ს, ჩვენი ვერსიით დაჭრილი ჰყავს დათოს სარალიძე, შესაბამისად, საქმის გარემოებებით, არ დასტურდება, რომ გ.ბ. როდესაც დანას არტყამს სარალიძეს, მ.კ. იმყოფება ფარდულში და მუშტებს ურტყამს სარალიძეს. როდესაც მ.კ. მიდის ფარდულთან, გ.ბ. შემობრუნებულ დათოს არტყამს და გადადის პასატის ავტომანქანის მიმართულებით. მ.კ. თვითონ საუბრობს, რომ გ.ჯ. როდესაც ურტყამს დათოს, ექაჩება სარალიძეს და მარცხენა მხარეს არტყამს ხელს. ამის განზრახვა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი რა არის? კალანდიას მიზანი ის კი არ არის, რომ დაუჭიროს ან გაუკავოს სარალიძეს ხელი, არამედ მისი მიზანია მოაშოროს დათო სარალიძე გ.ჯ.-ს, რომელიც დაბლა ყავს დაჭერილი ხელებით. რაც შეეხება კალანდიას ჩვენებაში სიტყვა „მოეშვას“, ეს იმიტომ წერია, რომ ამ დროს დათო უკვე დაჭრილია. რამდენიმე წამში უკვე რეფლექსების მოდუნებას იწვევს ეს დაზიანება. ჩვენ ამ ყველა გარემოებებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ თანამონაწილეობა არ არის. სხვა დანაშაულს რაც შეეხება, ცემის ფაქტს შეიძლება ჰქონდა ადგილი

კომენტარები