გიორგი ისაკაძე

გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა "სტუდია მაესტროს" სასამართლო დავა მოუგეს

ტვ პირველი

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია მაესტროს მიერ 2016 წელს თანამშრომელთა გათავისუფლების საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გათავისუფლებული თანამშრომლების სარჩელი და სტუდია მაესტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციების გადახდა დაავალა. 

2016 წლის 31 მაისს ტელეკომპანია მაესტროს დირექტორმა ზურაბ ნაყეურმა მაესტროს წამყვანი და პროექტების - საქმიანი დილის, ბიზნესკონტაქტისა და ანალიტიკის ავტორი გიორგი ისაკაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. მიზეზად ჟურნალისტსა და ხელმძღვანელობას შორის აზრთა სხვადასხვაობა დასახელდა.

გიორგი ისაკაძის გათავისუფლებიდან ორ დღეში, 2016 წლის 2 ივნისს, მაესტროს რამდენიმე ჟურნალისტი მათ არხზე არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ რუსთავი 2-ის ტოქშოუ არჩევანში მივიდა. მათ მეორე დღეს მაესტრომ უფლებამოსილება შეუჩერა.

ამის შემდეგ, ზურაბ ნაყეურმა ბიზნესკონტაქტის პრაქტიკულად ყველა თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერა. 

გათავისუფლებისთანავე გიორგი ისაკაძემ განაცხადა, რომ ის სტუდია მაესტროს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს აუცილებლად შეიტანდა. 

ამჟამად გიორგი ისაკაძის მიერ შექმნილი პროექტები ტელეკომპანია პირველის ეთერში გადის. 

კომენტარები