ევროკავშირი

ევროკავშირის 9 ქვეყანა ერთობლივი ევროპული სამხედრო ძალის შექმნაზე შეთანხმდა

ემანუელ მაკრონი და ანგელა მერკელი
AFP

ევროკავშირის 9 ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივი ევროპული სამხედრო ინტერვენციის ძალის შექმნას ხელი მოაწერეს.

ევროკავშირის არმიის შექმნის იდეა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა წამოაყენა და მის ძირითად ამოცანას კრიზისის დროს ევროკავშირის საზღვრებზე სამხედრო ძალების მობილიზება წარმოადგენს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივას მხარი გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმაც დაუჭირა, დღეს კი სამხედრო ძალების შექმნის დოკუმენტს ხელი საფრანგეთის, გერმანიის, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, დანიის, ჰოლანდიის, ესტონეთის, ესპანეთის და პორტუგალიის თავდაცვის მინისტებმა მოაწერეს.

"ჩვენი სამხედრო ძალების მიზანი იქნება გაიცნონ ერთმანეთი და ისწავლონ ერთად მოქმედება. პერსონალის გაცვლის და ერთობლივი სამხედრო წვრთნების მეშვეობით ჩვენ შევქმნით ევროპულ სტრატეგიას და კრიზისულ სიტუაციაში სწრაფი და ეფექტური მოქმედებისათვის მზად ვიქნებით." განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები