სტრუქტურული ცვლილებები

12:00 საათზე პრემიერი სტრუქტურულ ცვლილებებს წარადგენს

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე 12:00 საათზე მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგზე პრემიერი მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას მთავრობის ადმინიტრაციაში დაუდასტურეს

ბრიფინგის შემდეგ ახალი მტავრობის პირველი სხდომა გაიმართება, რომელსაც მამუკა ბახტაძე პრემიერის რანგში პირველად უხელმძღვანელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველა სამინისტროს ინფრასტრუქტურულ პროექტს მიიერთებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გადანაწილდება ჯანდაცვისა და შერიგების სამინისტროებში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სავარაუდოდ განათლების სამინისტროსთან გააერთიანებენ, შესაძლოა გაერთიანდეს სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინნისტროებიც.

კომენტარები