დევნილთა სამინისტრო

სუბარი სამინისტროს გაუქმებაზე: ასე უფრო ეფექტურად განხორციელდება პროექტები

სოზარ სუბარი
ტაბულა

დევნილთა და განსახლების სამინისტრო გაუქმდება, ცვლილება პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა. გაუქმებული სამინისტროს ხელმძღვანელი სოზარ სუბარი ბახტაძის ინიციატივას იწონებს და ამბობს რომ ამ ნაბიჯით სამინისტროს პროექტები კიდევ უფრო ეფექტურად განხორციელდება. 

"მიზანი არის მცირე და ეფექტური მთავრობის განხორციელება. მთავარი ის არის რომ არცერთი ის ფუნქცია და ის საქმე, რომელსაც დევნილთა სამინისტრო ახორციელდება არ დაიკარგება. პირიქით, ეს პროექტები განხორციელდება და ეს განხორციელება ხდება ისე რომ უფრო ეფექტურად მოხდეს მათი განხორციელება,"- ამბობს სუბარი. 

ბახტაძის თქმით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო გაიყოფა რამდენიმე ნაწილად, დევნილთათვის განსახლების მიმართულება გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შსს შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა შეუერთდება ჯანდაცვის სამინისტროს. 

დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი 2018 წლისთვის 96 მილიონი ლარია. 

სხვა ცვლილებები ასეთია:

  • კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროში შევა;
  • სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროში შევა.

ამასთანავე, ეკონომიკის სამინისტროს გამოეყოფა ინფრასტრუქტურული პროექტები და მათაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. ასევე, უქმდება სახელმწიფო რელიგიის სააგენტო და მისი უფლებამოსილება სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროში შევა.

ცვლილებების შედეგად, საქართველოს 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრი ეყოლება.

მამუკა ბახტაძეს ახალი მინისტრები არ დაუსახელებია, მისი თქმით, მინისტრებობის კანდიდატებს საზოგადოება უახლოეს მომავალში პარლამენტში იხილავს.

 

კომენტარები