WizzAir

თუ Wizz Priority არ გექნებათ, Wizzair-ი ბორტზე ხელბარგს აღარ აგატანინებთ

WizzAir

Wizz Air-ს უფასო ხელბარგის ბორტზე ატანის წესებში ცვლილებები შეაქვს. მგზავრებს, ვისაც ე.წ პრიორიტეტული ჩასხდომა არ ექნებათ ნაყიდი, ხელბარგის ჩაბარება მოუწევთ.

"Wizz Air-ის ყველა სტანდარტული BASIC ბილეთის ფასში შედის უფასო ხელბარგი (55x40x23სმ, 10 კგ), თუმცა თვითმფრინავის ბორტზე შეზღუდული სივრციდან გამომდინარე, ყველა მგზავრის ბარგი სალონში ვერ განთავსდება" - აცხადებს Wizzair.

ხელბარგის სალონში ატანას შეძლებენ მხოლოდ ის მგზავრები, რომლებიც WIZZ პრიორიტეტის სერვისით სარგებლობენ. WIZZ პრიორიტეტის შეძენა ინტერნეტით 6 ევრო ღირს. აქამდეც, ხელბარგის ბორტზე გარანტირებულად ატანა მხოლოდ Wizz პრიორიტეტის მფლობელებს შეეძლოთ, თუმცა, სალონში სხვა მგზავრების ნაწილის ხელბარგის მოხვედრაც შესაძლებელი იყო (80 ადგილის შევსებამდე).

ამის შემდეგ, თუ მგზავრი WIZZ პრიორიტეტის სერვისს არ შეიძენს, მისი 10 კგ-იანი ბარგის თვითმფრინავით გადატანა კვლავ უფასოა, თუმცა ამ შემთხვევაში ბარგი შეინახება სატვირთო განყოფილებაში და მისი მიღება შესაძლებელი იქნება ბარგის კონვეიერიდან დანიშნულების აეროპორტში.

მგზავრებს, რომელთაც აქვთ მცირე ხელჩანთა (არაუმეტეს 40x30x18 სმ), შეუძლიათ ხელბარგი აიტანონ თვითმფრინავის ბორტზე.

კომენტარები