ოთხოზორია-ტატუნაშვილი სია

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში რუსეთის საოკუპაციო სტრუქტურების წარმომადგენლები არ არიან

საქართველოს მთავრობამ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სია გამოაქვეყნა.

სიაში პირები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, გატაცებაში, წამებსა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულები და მსჯავრდებულები არიან.

მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს ევალებათ, ეროვნულ ბანკს კი ეთხოვება, რომ მიიღონ ყველა შესაძლო ზომა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მიერ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" შეყვანილ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.

"ოთხოზორია-ტატუნაშვილი" სია 33 პირისგან შედგება, სიაში არ არიან რუსეთის საოკუპაციო სტრუქტურების წარმომადგენლები.

1. დავით ჯემალის ძე გურწიევი, დაბადების ადგილი: დაბა ახალგორი.

2. ალიკ ფიროდის ძე ტაბოევი, ცხოვრობდა ცხინვალში, ამჟამად ცხოვრობს დაბა ახალგორში.

3. რაშიდ კანჯი-ოღლი, დაბადების ადგილი: ტყვარჩელი რაიონი, სოფელ აკარმარაში.

4. სლავი სვიატლოსავის ძე ბადია, დაბადების ადგილი: ოჩამჩირის რაიონი, სოფელი ჯგერდა.

5. რაულ მახტის ძე კორტავა, დაბადების ადგილი: ოჩამჩირის რაიონი, სოფელი ფოქვე.

6. ზაურ ანდროს ძე ჭითანავა, დაბადების ადგილი: გალის რაიონი, სოფელი ჭუბურხინჯი.

7. ციბრონა (ეკა) ახალია, დაბადების ადგილი: გულრიფშის რაიონი, სოფელი რათა.

8. ოთარ ტურნანბა, დაბადების ადგილი: ოჩამჩირის რაიონი, სოფელი ჭლოუ.

9. ალიკა წაბრია, დაბადების ადგილი: ოჩამჩირის რაიონი, სოფელი ჭლოუ.

10. რუსლან დომენტის ძე ჯოპუა, დაბადების ადგილი: გუდაუთის რაიონი, სოფელი ლიხნი.

11. როზა ჯოჯოს ასული მირცხულავა, დაბადების ადგილი: ოჩამჩირის რაიონი, სოფელი გუდავა.

12. დიმიტრი არშბა, დაბადების ადგილი: ოჩამჩირის რაიონი, სოფელი ჭლოუ.

13. ვლადიმერ გუნია, დაბადების ადგილი: ოჩამჩირის რაიონი, სოფელი მერკული.

14. ალხაზ მირცხულავა, დაბადების ადგილი: ოჩამჩირის რაიონი, სოფელი მერკული.

15. გია ტუჟბა, დაბადების ადგილი: გულრიფშის რაიონი, სოფელი ლათა.

16. გენრიხ გენრიხის ძე ჭანბა, დაბადების ადგილი: გაგრა.

17. ვლადიმერ გრიგოლის ძე ანუა, დაბადების ადგილი: ოჩამჩირის რაიონი, სოფელი კინდღი.

18. ზაურ ცეცხლაძე იგივე მიხეილ თარბა, დაბადების ადგილი: სოხუმი.

19. გენადი ბაგრატის ძე აშხაცავა.

20. გელა ალეკოს ძე ვანაჩა.

21. ლევან ფალავანძია, დაბადების ადგილი: ოჩამჩირის რაიონი, სოფელი კვიტოული.

22. ოლეგ პაპასკირი, დაბადების ადგილი: სოხუმი.

23. აფრიკან ბგანბა.

24. ვახტანგ უბირია.

25. ვლადიმერ ემინის ძე ნაჩაჩ-ოღლი.

26. შურიკ კოკსკერია, დაბადების ადგილი: გაგრის რაიონი, სოფელი ბზიფი.

27. ლევ სარდინოის ძე ბიჩენოვი, ცხინვალის მკვიდრი.

28. გია თუაევი, დაბადების ადგილი: გორის რაიონი, სოფელი ფრისში.

29. თამაზ ოთარის ძე ბესტაევი, დაბადების ადგილი: ზნაურის რაიონი, სოფელი ჭოლობაური.

30. ფისო ივანეს ძე ვაზაგოვი, დაბადების ადგილი: გორის რაიონი, სოფელი ფრისში.

31. რამჩიკ ედიკას ძე ფუახევი, დაბადების ადგილი: ზნაურის რაიონი, სოფელი ნუგრისი.

32. არკადი ოთარის ძე ძერანოვი.

33. ზურამ თენგიზის ძე დუდაევი.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია გულისხმობს დოკუმენტს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენელთა ან/და მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მაცხოვრებელთა მიერ საქართველოს მოქალაქეთა გატაცებაში, მათთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში ეჭვმიტანილი და მსჯავრდებული, აღნიშნული დანაშაულების ხელშემწყობი და დანაშაულების დაფარვაში შემჩნეული პირების შესახებ. 

სიის შექმნა ევროპული საქართვლოს ინიციატივა იყო. სია მას შემდეგ შეიქმნა, რაც ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს და წამებით მოკლეს.

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც წერია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნასთან დაკავშირებით და მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შავ სიაში შეიყვანონ ის პირები, რომლებიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შევლენ. ასევე მათ მიმართ შემოღებული იყოს ევროკავშირის მასშტაბით სანქციები.

კომენტარები