სამაშველო ვერტმფრენები

საქართველო 1 ივლისიდან ორ სამაშველო ვერტმფრენს იქირავებს

ავიასერვისის კუთვნილი Mi 8
http://aviaservice.biz

საქართველო 1 ივლისიდან ორ სამაშველო ვერტმფრენს იქირავებს. "2018 წელს ზაფხულის პერიოდში, სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, დამატებითი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ გუშინ მთავრობის სხდომაზეც იმსჯელეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ვერტმფრენები მულტიფუნქციური იქნება და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სახანძრო, ასევე საზღვაო სამაშველო ოპერაციებში. 

აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარეს, საქართველოს უმდიდრეს მოქალაქეს ბიძინა ივანიშვილს 9 ვერტმფრენი ეკუთვნის, მათ ოპერირებას "ქართუ ჯგუფში" შემავალი კომპანია "ავიასერვისი" ახდენს. კომპანიის სახელზე რეგისტრირებულია ზუსტად ისეთივე ვერტმფრენები, რომლითაც 2017 წლის ზაფხულში საქართველო ბორჯომსა და აბასთუმანში აქრობდა ხანძრებს. 

"ავიასერვისს" ექვსი ერთეული Mi 8 ავღანეთსა და აფრიკაში ჰქონდა გაქირავებული. ისინი სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდნენ. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს რეესტრის მონაცემებით, ავიასერვისს ხუთი Mi 8, ორი Mi 17, ერთი Eurocopter AS350 და ერთი Eurocopter EC145 ეკუთვნის.

კომენტარები