ჰოლანდია

ჰოლანდიაში საჯარო სივრცეებში ბურკის ტარება აიკრძალა

AFP

ჰოლანდიაში სენატმა ახალ კანონს დაუჭირა მხარი, რომელიც საჯარო ადგილებში, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სახელმწიფო დაწესებულებებსა და საავადმყოფოებში ბურკის ტარებას კრძალავს.

სამოსის, რომელიც სახეს მთლიანად ფარავს ან მხოლოდ თვალებს აჩენს, ტარების აკრძალვას პარლამენტის ზედა პალატამ მხარი 44 ხმით 31-ის წინააღმდეგ დაუჭირა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციასთან ერთად კანონის განხორციელების გზებს განიხილავს. ბურკის ტარებისათვის ჯარიმად 400 ევროა განსაზღვრული.

ბურკის ტარება უკვე აიკრძალა ავსტრიაში, ბელგიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

კომენტარები