რუსეთი

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი: Nord Stream-ის პროექტში პოლიტიკა არ უნდა ჩავრიოთ

ალექსანდრ ნოვაკი
RIA

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრ ნოვაკის თქმით გუშინ აშშ-ის ხაზინის და ენერგეტიკის მდივნებს სტივენ მნუჩინს და რიკ პერის შეხვდა და რუსეთისათვის დაწესებული სანქციები და Nord Stream-ის გაზსადენის გაფართოება განიხილა.

ნოვაკი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება. მისი თქმით Nord Stream-ის პროექტის განხილვაში პოლიტიკა არ უნდა ჩარიონ, რადგან პროექტს დამოუკიდებელი ეკონომიკური ღირებულებები გააჩნია.

"ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტი ეკონომიკურ საფუძვლებზე დაყრდნობით უნდა შეიქმნას პოლიტიკური შეფასებების გარეშე." თქვა მან შეხვედრების შემდეგ, რომელიც მსოფლიოს ბუნებრივი აირის კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ Nord Stream 2 უკვე არსებულ Nord Stream-ის გაზსადენის პროექტს გააფართოვებს და ბალტიის ზღვის მეშვეობით ბუნებრივ აირს რუსეთიდან გერმანიას უკრაინაში გამავალი უკვე არსებული გაზსადენების გვერდის ავლით მიაწოდებს. გაზსადენის პროექტს აშშ, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები აკრიტიკებენ.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით ვაშინგტონი პროექტს იმიტომ აკრიტიკებს, რომ საკუთარი ბინებრივი აირის ექსპორტის ხელშეწყობა სურს.

კომენტარები