თეა წულუკიანი

იუსტიციის სამინისტრო: წულუკიანი შვილთან და მეუღლესთან ერთად შვებულებაში იმყოფება

0 კომენტარი
თეა წულუკიანი ფოტო: Reuters

საქართველოს იუსტიციის მინისტრი შვილთან და ქმართან ერთად შვებულებაშია. ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის სამინისტრო ბოლო დღეებში მედიის მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ ავრცელებს. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავრობის ბოლო სხდომას არ დასწრებია, რამაც მედიაში კითხვები გამოიწვია. 

"ბოლო დღეებში მედიის წარმომადგენლების მიერ დასმული მრავალი კითხვის პასუხად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეთანხმებით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფება შვებულებაში შვილთან და მეუღლესთან ერთად და სამინისტროს დაუბრუნდება 9 ივლისს. მოცემული შვებულება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იქნა შეთანხმებული პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან მინისტრის ივლის-აგვისტოს დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე. შვებულების შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, 9 ივლისს, 14 საათზე, მინისტრი გახსნის საზოგადოებრივ ცენტრს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში." - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები