ვითარება გზებზე

საქართველო-თურქეთის საზღვარზე მოძრაობა აღდგა

3.bp.blogspot.com/

საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე (სარფის მონაკვეთი) სატრანსპორტო საშუალებების და ქვეითთა მოძრაობის დროებითი შეზღუდვა მოიხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საზღვარზე გადაადგილება ორმხრივად აღდგა.

გუშინ სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ახლოს, თურქეთის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე  მეწყერის შედეგად  მთის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც სარფი-ტრაპზონის მაგისტრალზე მოძრაობა რამდენიმე საათით აიკრძალა.

კომენტარები