ერთიანი ეროვნული გამოცდები

მიმინოშვილი: ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირება მხოლოდ ერთ საგამოცდო ცენტრში იქნება

ipress

ერთიანი ეროვნული გამოცდებისას, წელს კონდენციონერი მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება. ამის შესახებ ინტერპრესნიუსს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა უთხრა. 

„ბატონი მიხეილ ჩხენკელის ინიციატივა იყო, რომ კონდიცირება სისტემა წელს ყოფილიყო, თუმცა ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ძალიან რთული ვითარება იყო რუსთავის საგამოცდო ცენტრში, რადგან მთელი დღის განმავლობაში მზე ადგას შენობას, ამიტომ, როგორც საპილოტე პროექტი, მხოლოდ ამ საგამოცდო ცენტრში იქნება წელს კონდენციონერი. გულწრფელად გეტყვით, ეს უსამართლოდ მიმაჩნია, არც მინისტრისთვის დამიმალავს ჩემი აზრი. ასევე ვცადე ამეხსნა, რა პრობლემებს შეიძლება გადავაწყდეთ კონდიცირება - ბევრი ადამიანი ვერ ეგუება კონდენციონერს, თან ეს ხმაურის პრობლემასაც შექმნის სექტორში. რთულია, ყველას სურვილს მოერგო. თუმცა, ამ ეტაპზე რუსთავის საგამოცდო ცენტრში კონდენცირება იქნება“, - თქვა მიმინოშვილმა. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს იწყება და 26 ივლისს სრულდება. 

კომენტარები