აშშ-რუსეთი

კრემლი: ტრამპის და პუტინის შეხვედრა 16 ივლისს ჰელსინკიში შედგება

ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი
AFP

კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 16 ივლისს, ფინეთის დედაქალაქში შედგება.

კრემლის განცხადების მიხედვით ისინი აშშ-რუსეთის ურთიერთობებსა და საერთაშორისო საკითხებზე ისაუბრებენ.

შეთანხმება დღეს, კრემლის საგარეო პოლიტიკის მრჩეველს, იური უშაკოვსა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ჯონ ბოლტონს შორის გამართულ შეხვედრაზე შედგა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს 11-12 ივლისს ეწვევა და NATO-ს ლიდერების შეხვედრას დაესწრება, 13 ივლისს კი დიდ ბრიტანეთში ჩავა.

"ბევრი საკითხია, რასაც, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი პუტინი განიხილავენ, და ყველა მათგანი მნიშვნელოვანია ურთიერთგაგების მცდელობის გზაზე.""რუსები, განსხვავებით ევროპელებისაგან, არ იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს. ეს განსხვავებული საუბარი იქნება, თუმცა ამ საუბრის გამართვა ღირებული იქნება." თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ CNN-თან საუბრისას.

კომენტარები