სროლა აშშ-ში

მერილენდის შტატში გაზეთის ოფისზე თავდასხმისას რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში მერილენდის შტატში ადგილობრივი გაზეთის Capital Gazette-ის ოფისზე თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. არიან დაშავებულებიც.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა. 

სროლა ვაშინგტონიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ანაპოლისში მოხდა. თავდასხმა ადგილობრივი დროით 12:30 საათზე მოხდა.

კომენტარები