ეკონომიკური ზრდა

ბახტაძე: 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჩვენი რეფორმების სწორ კურსს ადასტურებს

მთავრობის ადმინისტრაცია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, ხოლო წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურმა ზრდამ 6.1% შეადგინა. პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, ეს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიანიშნებს. 

"ეს არის იმის ნათელი დადასტურება, რომ მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს,"- ამბობს ბახტაძე.

ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია 28%-ით გაზრდილმა ექსპორტმა, ასევე დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 17.6%-იანმა ზრდამ. 

საქსტატის მონაცემები წინასწარია და ის ეკონომიკის კონრეტულ სექტორებში არსებულ ზრდებს განცალკევებულად არ ასახავს.

2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. 2016 წელს ეკონომიკური ზრდა 2.7%-ს შეადგენდა. 

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის დამუხრუჭდა. 2013 წელს ზრდამ დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

კომენტარები