ელტონ ჯონის კონცერტი

ელტონ ჯონის კონცერტის გამო ბათუმისკენ დამატებითი ავიარეისი დაინიშნა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით ავიარეისი დაინიშნა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ავიარეისი 30 ივნისს, 09:30 საათზე შესრულდება და უკან 11:30 საათზე დაბრუნდება.

ზოგადად, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კვირაში ხუთჯერ სრულდება. ამ შემთხვევაში დაემატება შაბათის რეისი.

ელტონ ჯონის კონცერტები Black See Arena-ზე 30 ივნისსა და პირველ ივლისს გაიმართება.

კომენტარები