ამსტერდამი

ამსტერდამის მერი, ისტორიაში პირველად, ქალი გახდება

ამსტერდამის მერის თანამდებობას, ისტორიაში პირველად, ქალი დაიკავებს. ამის შესახებ BBC-ი წერს.

ქალაქის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მერად 52 წლის ფემკე ჰალსემა დანიშნოს. 

ჰალსემა უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად მას შემდეგ დაიწყებს, რაც მის კანდიდატურას მთავრობა და მეფე დაამტკიცებენ, თუმცა აღნიშნული პროცედურა ფორმალურია. 

მემარცხენე პარტია GroenLinks-ის ყოფილი ლიდერი ამსტერდამის მერის თანამდებობაზე მას შემდეგ წარადგინეს, რაც ამსტერდამის 45-მა გავლენიანმა ქალმა წერილი გამოაქვეყნა და გენდერული დისკრიმინაცია საჯაროდ დაგმო.

ამსტერდამში მერის თანამდებობა პირველად 1343 წელს გაჩნდა.

ნიდერლანდებში ბევრი ქალაქის მერი არის ქალი, თუმცა ამსტერდამსა და როტერდამს არასდროს ჰყოლია ქალი მერი.

კომენტარები