აშშ

აშშ-ში ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის საპროტესტო აქციაზე სუზან სარანდონი დააკავეს

სუზან სარანდონი
Reuters

ვაშინგტონში გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე 575 ქალი დააკავეს. მათ შორის არის 71 წლის მსახიობი სუზან სარანდონიც.

"ქალთა მარშის" ორგანიზებით ისინი აშშ-ის სენატში მჯდომარე აქციით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის "ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას" აპროტესტებდნენ შეძახილებით "ჩვენ გვადარდებს", "რა გვსურს? თავისუფალი ოჯახები!", "ასე გამოიყურება დემოკრატია."

არასანქცირებული აქციის გამართვის გამო ჯარიმის დაკისრების შემდეგ ისინი გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ სუზან სარანდონი აქტიურად აპროტესტებს ტრამპის პოლიტიკას, თუმცა ამავდროულად ამბობს, რომ პრეზიდენტის პოსტზე ჰილარი კლინტონის არჩევა უფრო საშიში იქნებოდა. არჩევნების პერიოდში ის მხარს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელ ჯილ სტეინს უჭერდა.

მიმდინარე წლის მაისსა და ივნისსში აშშ-ში არალეგალი მიგრანტებისადმი "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკის ფარგლებში ოჯახებს 2,300-ზე მეტი ბავშვი დააშორეს.

დონალდ ტრამპმა მიგრანტთა ოჯახების განცალკევების აკრძალვას ხელი 20 ივნისს მოაწერა.

კომენტარები