მიგრაცია

ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვას 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

telegraph.co.uk/

უცხოური მედიის ინფორმაციით, ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვას 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაახლოებით 100 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.

ნავზე სულ 120-125 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან მაშველებმა 16 მიგრანტის გადარჩენა შეძლეს.

ლიბია ერთერთი ქვეყანაა, საიდანაც მიგრანტების მასშტაბური რაოდენობა ევროპაში გადასვლას ცდილობს. ამ წლის განმავლობაში 1000-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო ან დაიკარგა ხმელთაშუა ზღვაში.

კომენტარები