ელექტროენერგიის შეზღუდვა

1 ივლისის ღამით საბურთალოს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

0 კომენტარი

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს ღამით საბურთალოს ნაწილს დენის მიწოდება შეეზღუდება.

"გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 02:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის, ბუდაპეშტის, ტაშკენტის, იოსებიძის, შარტავას, დები იშხნელების, ცაგერის, ფანჯიკიძის, კანდელაკის და ონიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს", - აცხადებენ თელასში.

კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები