აშშ-რუსეთი

დონალდ ტრამპი: პუტინთან უკრაინაზე, სირიასა და არჩევნებზე ვისაუბრებ

პრეზიდენტის თვითმფრინავში სირიაზე თავდასხმის დროს ვარსკვლავური ომები იყო ჩართული
Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილ სამიტზე გააკეთა კომენტარი.

შეკითხვაზე, ისაუბრებს თუ არა პუტინთან ყირიმის ანექსიის საკითზე ტრამპმა უპასუხა:

"მასთან ყველაფერზე ვისაუბრებ. ვისაუბრებთ უკრაინაზე, სირიაზე, არჩევნებზე. ჩვენ არ გვსურს, რომ ვინმე ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში."

ჟურნალისტების შეკითხვაზე მზად არის თუ არა აშშ ცნოს რუსეთის პრეტენზია 2014 წელს ანქესირებული ყირიმის ტერიტორიაზე ტრამპმა თქვა: "მოგვიწევს დავიცადოთ და ვნახოთ."

შეგახსენებთ, რომ წარსულში დონალდ ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ ყირიმის ანექსია "ბარაკ ობამამ დაუშვა."

დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 16 ივლისს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში იგეგმება.

კომენტარები