შსს

შსს: ხაშურში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით პოლიციმ ხაშურში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

1988 წელს დაბადებული გ.ლ. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ხაშურში დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს მიხედვით გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 29 ივნისს, ქ. ხაშურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა ორ პირს: 1986 წელს დაბადებულ ზ.ხ.-ს და 1984 წელს დაბადებულ ო.თ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ო.თ.-ს გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები